მართლმსაჯულება

სასამართლოს გადაწყევტილება საზოგადოებრივ სიმშვიდეს საფრთხის ქვეშ აყენებს

22 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 სექტემბერს თბილისში და 22 სექტემბერს რუსთავში, ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

[ იხილეთ სრულად ]

საზოგადოებამ მინისტრებს და საჯარო მმართველებს ღირსების გადაწყვეტილება უნდა მოსთხოვოს

20 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.

[ იხილეთ სრულად ]

პატიმრების ძალადობაზე გამოძიებას ნდობა მხოლოდ ბაჩო ახალაიას და მურთაზ ზოდელავას გადადგომის შემდეგ ექნება

19 სექტემბერი, 2012

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს.

[ იხილეთ სრულად ]

პატიმრების ძალადობაზე სამართლებრივ პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ უნდა დადგეს

19 სექტემბერი, 2012

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

[ იხილეთ სრულად ]