2026 წლის 2 ივლისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის მოთხოვნა - 531,032 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე და სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბიზნესმენის მტკიცება შესაძლო ზიანზე, რომელიც ეხებოდა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მისი ოჯახის მიერ მიტაცებული ღაღაიშვილების საგვარეულო მიწის ნაკვეთზე სამაცივრე მეურნეობის შენობა-ნაგებობის აგების თითქოსდა შეუძლებლობას. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე სადავო სამემკვიდრეო ქონებაზე მოთხოვნის უფლების მქონე თალიკო ღაღაიშვილის ინტერესებს წარმოადგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ (11 ივნისი, 2025 წელი) და თბილისის სააპელაციო სასამართლომ (5 დეკემბერი, 2025 წელი) არ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის მოთხოვნა ღაღაიშვილების ოჯახისთვის წართმეულ სამემკვიდრეო ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ქონების დაყოფა, გაერთიანება სხვა საგანთან, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობის განხორციელება - გაუქმებულიყო, ბიზნესმენის ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მოსარჩელე თალიკო ღაღაიშვილის მიმართ დავალების განხორციელება ნახევარი მილიონი ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებაზე. კერძოდ, ჯემალ ბათაძის ოჯახი განმარტავდა, რომ ღაღაიშვილების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სურდა სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, არსებული შეღუდვების პირობებში კი მას მიუღებელი შემოსავლის სახით ადგებოდა ზიანი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ ჯემალ ბათაძის ოჯახმა სასამართლოს წარმოუდგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც, შპს „ბათას“ განცხადება დაკმაყოფილდა, გაიცა მშენებლობის ნებართავა „ბათას“ მიმართ მისამართზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მესხიძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ, ს/კ 20.42.10.545 მიწის ნაკვეთზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მშენებლობის ხანგძლივობა კი განისაზღვრა 12 თვით, 2026 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით. საქმის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ შპს „ბათა“ არ არის სარჩელით მოპასუხე და იურიდიული კომპანია ეკუთვნის სარჩელით მოპასუხედ დასახელებულ ჯემალ ბათაძის შვილს - ვაჟა ბათაძეს, ხოლო მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ვერ ახერხებდა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას, სრული ტყუილი აღმოჩნდა - სასამართლოში წარდგენილი იქნა ილუსტრირებული დოკუმენტაცია, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „ბათას“ მიერ უკვე აშენებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახი შენობა-ნაგებობა.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახი შენობა-ნაგებობა აშენებულია შპს „ბათას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა ბიზნესმენის ოჯახმა სასამართლოს წარმოუჩინა, რომ თითქოსდა ღაღაიშვილების მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აშენების შეუძლებლობის შემდეგ, იძულებული გახდა მიწა დაექირავებინა და მიუღებელ შემოსავალში (ზიანში) აუდიტორ კომპანიას ყოველთვიური ქირის ღირებულებაც დაათვლევინა.
ამასთან, დგინდება, რომ თალიკო ღაღაიშვილთან სადავო სამემკვიდრეო ნაკვეთები ჯემალ ბათაძის ოჯახს თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით მიღებული აქვს 2025 წლის 28 მარტსა და 2025 წლის 28 აპრილს. სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა 2025 წლის 11 ივნისს, ამ ფართის ე.წ. შეძენიდან თითქმის 1 თვის შემდეგ. მანამდე, მოსარჩელე - თალიკო ღაღაიშვილის სადავო სამკვიდრო ქონებები იმყოფებოდა აკრძალვის/შეზღუდვის გარეშე და თალიკო ღაღაიშვილის სამკვიდრო ქონების დაუფლების შემდეგ აქვს ვაჟა ბათაძის კომპანიას შეძენილი ს/კ 20.42.10.545 ქვეშ 495.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ქობულეთის მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა.
თუ მოპასუხე ვაჟა ბათაძის ან მისი კომპანიის ინტერესს წარმოადგენდა ის, რომ თალიკო ღაღაიშვილის სადავო ნაკვეთებზე უნდა აშენებულიყო სამაცივრე მეურნეობა და შესაბამისად, ამ მიზნით წარმოიშვა ე.წ. თვალთმაქცური გარიგებები, ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არსებულ პერიოდში, სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთის ე.წ. შეძენისთანავე, ჯემალ ბათაძის ოჯახმა რატომ არ მიმართა მერიას და არ მოიპოვა შესაბამისი ნებართვა. შესაბამისად, 2025 წლის 28 მარტიდან 2025 წლის 11 ივნისამდე, სამივე სადავო სამემკვიდრეო ქონებასთან მიმართებით, ჯემალ ბათაძის ვაჟს - ვაჟა ბათაძეს, მიწის ნაკეთების ე.წ. შეძენის მიზნიდან გამომდინარე, ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა სწრაფი მოქმედებები, მაგრამ ვაჟა ბათაძემ აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობის აქტიურობა მისი კომპანიის მიერ 2025 წლის 8 მაისს შეძენილ იმ ქონებაზეც არ გამოხატა, სადაც ამჟამად სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს და მერიას ნებართვის მისაღებად მან მხოლოდ 2025 წლის 24 სექტემბერს მიმართა. აღნიშნული, მთლიანად იურიდიულ საფუძველს აცლის ჯემალ ბათაძის ოჯახის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეულ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალსა და ზიანის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის მიერ თალიკო ღაღაიშვილის მიმართ ნახევარი მილიონი ლარის სასამართლოს დეპოზიტზე განთავსების მოთხოვნა, თავის მხრივ, ამორალური საქციელია და მოპასუხე ვაჟა ბათაძის მილიონერი ოჯახის მხრიდან 82 წლის პენსიონერი მოსარჩელე ქალის წინააღმდეგ ფსიქილოგიურ ზეწოლას წარმოადგენს.
სასამართლოს უარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო მტკიცედ დგას დარღვეული უფლების აღდგენის მხარეს და უმკლავდება მილიონერი ბიზნესმენის ოჯახის ინტერესებს.
თავის მხრივ, თალიკო ღაღაიშვილის მიმართ ნახევარი მილიონი ლარის სასამართლოს დეპოზიტზე განთავსების მოთხოვნა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჯემალ ბათაძის მორალურ და სამართლებრივ სახეს, რაც უკიდურესად დამაზიანებელია და დამანგრეველია მისი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია თალიკო ღაღაიშვილის სარჩელი, დავის საგანზე: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთზე მესაკუთრედ ცნობა. 2007 წელს, ფიზიკურმა პირებმა: ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, შექმნეს და დაამუშავეს თალიკო ღაღაიშვილის ქონების ხელში ჩაგდების სქემა, შემდგომ მოახდინეს სანათესაო და საახლობლო წრეზე მიწის ნაკვეთების კანონსაწინააღმდეგო, ამორალური, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების საფუძველზე გადაფორმება, აჭარაში მოქმედი ჯერ სამეშენებლო, შემდეგ სარესტორნო ბიზნესში ჩართული მათთან დაკავშირებული პირების დარწმუნება, რომ ქონება არ იყო ნაკლის მქონე, რაც ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
დასახელებული ქონებების ფაქტობრივი ფლობა დადგენილი და დადასტურებულია საარქივო ცნობებითა და საკომლო ჩანაწერებით, რაც საქმეზეა წარმოდგენილი. შებან ღაღაიშვილი ფლობდა სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებს სოფელ კვირიკეში, ამჟამად ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ ტერიტორიაზე. ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა, თავდაპირველად, სრულიად უკანონოდ მიიტაცეს თავიანთი ბაბუის - ჯემალ ღაღაიშვილის ძმის - შებან ღაღაიშვილის ოჯახის სამემკვიდრეო ქონება. სადავო პერიოდში, პროფესიით იურისტი ბადრი ღაღაიშვილი საქმიანობდა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო კომისიაში და პირადი ურთიერთობა გააჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და პარტიულ პირებთან. შესაბამისად, ქონებებს დაეპატრონენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით.
ორგანიზაციამ სრულად შეისწავლა საახლობლო და სანათესაო წრე, რომელიც თვალთმაქცური, მოჩვენებითი, კანონსაწინააღდმეგო და ამორალური გარიგებების მხარეს წარმოადგენს.
ბადრი და დათო ღაღაიშვილებმა სწორედ დასახელებულ პირებზე მოახდინეს ქონებების ფორმალურად გადაფორმება, თუმცა წლების განმავლობაში იღებდნენ სარგებელს და ფინანსურ შემოსავალს.
- თამაზ ლიპარტელიანი - ბადრი ღაღაიშვილის მეუღლის, ნატო ქარდავას დის ქმარი,
- ომარ გირკელიძე - ბადრი ღაღაიშვილის დედის ძმის შვილის მეუღლე [ბიძაშვილის მეუღლე],
- არჩილ იაშვილი - ბადრი ღაღაიშვილის მეუღლის ნატო ქარდავას მეორე დის ქმარი,
- რამაზ დიასამიძე - ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლე, სამშენებლო კომპანია - შპს „სანდროს“-ს (ს/კ 445408229) დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მმართველი და დირექტორი,
- მურმან (რაულ) დიასამიძე - რამაზ დიასამიძის ძმა [ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლის მაზლი].
- ლალი ქუთათელაძე - მურმან (რაულ) დიასამიძის მეუღლე [ბადრი და დათო ღაღაიშვილის ბიძაშვილის, ნათია მახარაძის მეუღლის მაზლის მეუღლე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2015 წლის მდგომარეობით]
- ირაკლი დიასამიძე - რამაზ და მურმან (რაულ) დიასამიძის ძმა.
- რეზო დიასამიძე - მურმან (რაულ) დიასამიძის შვილი,
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ დიასამიძესა და ბიზნესმენ ბათაძეს შორის ჩამოყალიბებულია პირადი ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა. როგორც უკვე აღინიშნა, ჯემალ ბათაძე 50%-იან წილის მმართველს წარმოადგენდა 2017 წლის 20 იანვარს დაფუძნებულ შპს „და-თო“-ში (ს/კ 445499693). კომპანიის დაფუძნებიდან, 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ ბადრი დიასამიძე, ხოლო 2017 წლის 23 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯემალ ბათაძის კომპანიის თანაბარუფლებიან დირექტორად დანიშვნაზე. 2018 წლის 7 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, ჯემალ ბათაძემ საწესდებო კაპიტალში არსებული თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა ბადრი დიასამიძეს, ეს უკანასკნელი კი ბიზნესმენ დიასამიძის ოჯახის ახლო ნათესავი და მათთან პირდაპირ დაკავშირებული პირია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თალიკო ღაღაიშვილის ოჯახისთვის წართმეული სამემკვიდრეო ქონების დაბრუნების საკითხზე აგრძელებს მასშტაბურ და მრავალმხრივ სამართალწარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოთხოვნების კუთხით. ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ყველა გამოვლინებას, რომელიც შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებზე ბიზნესმენთა გავლენების ან რესურსის გამოყენების დაშვების საკითხს უკავშირდებოდეს. ასეთი ყველა ფაქტი იქნება გამოაშკარავებული და მხილებული. უკვე საზოგადოებამ იხილა დოკუმენტური ფილმი: „ამორალური გარიგებები“, რომელიც პასუხს სცემს არაკეთილსინდისიერთა ჯგუფს.
თალიკო ღაღაიშვილის ინტერესებს, ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, ხოლო ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის ინტერესებს სიმონ ასათიანი იცავს.





