ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აჭარაში მოქმედ დეველოპერულ კომპანია „ორბი ჰოლდინგსა“ და მის ყოფილ პარტნიორ როლანდ ხალვაშს შორის წარმოებულ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე სამართალწარმოება დაასრულა, შემაჯამებელი გადაწყვეტილება კი 2026 წლის 10 ივლისს გამოცხადდება. საქმე შეეხება როლანდ ხალვაშის მოთხოვნას შპს „ორბი ჰოლდინგმა“ აუნაზღაუროს 280,000 ათასი აშშ დოლარი იმ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, რომლსაც კომპანია კატეგორიულად უარყოფს და მოთხოვნას დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისების მცდელობად აფასებს. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე ადვოკატირებას 2026 წლის მარტიდან ახორციელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნოთ აღნიშნავს, შპს „ორბი ჰოლდინგი“ 2017 წლის 31 ივლისიდან ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით შეიქმნა. როლანდ ხალვაში წარმოადგენდა აღნიშნული კომპანიის 33.3% წილის მფლობელს და იმ ერთ-ერთ პარტნიორს, რომელიც კონფლიქტში აღმოჩნდა კომპანიის მფლობელ რომან სირაბიძესთან. 2019 წლის აგვისტოს თვეში, კომპანიაში პარტნიორებს შორის დაპირისპირებამ კრიტიკული სახე მიიღო ჯემალ ბათაძესთან ერთად, როლანდ ხალვაშმა კომპანიიდან, შეაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, წილის გატანის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, შეიქმნა ყალბი სამართლებრივი დოკუმენტაცია, დაიდო ფიქტიური გარიგებები და ყოფილი პარტნიორების დავალებით, კომპანიის მაშინდელი დირექტორი იძულებული გახდა, ნების საწინააღმდეგოდ, ხელი მოეწერა თვალთმაქცურ და მოჩვენებით ხელშეკრულებებს, რათა კომპანიიდან გადაზღვეულიყო ჯემლ ბათაძისა და როლანდ ხალვაშის კუთვნილი წილის კომპენსაციის გატანის პროცესი, თუ კომპანიის მფლობელი რომან სირაბიძე არსებული დაპირისპირების გამო ვალდებულებას არ შეასრულებდა.
საქმის მასალებით დგიდნება, რომ კომპანიის ახალმა პარტნიორმა რომან სირაბიძემ სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულა წილის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, 2019 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციების პროპორციულად, როლანდ ხალვაშმა მიიღო 48,430 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ყოფილ პარტნიორს პირადად გადაუხადა წილის ახალმა შემძენმა - რომან სირაბიძემ, მაგრამ ყოფილმა პარტნიორებმა რომან სირაბიძისა და შპს „ორბი ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფარულად დაწყებული გეგმის განხორციელებაზე უარი მაინც არ თქვეს - 2019 წლის 30 დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად, აღმასრულებლის წერილის საფუძველზე, შპს „ორბი ჰოლდინგის“ ახალი მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა, როგორც 2019 წლის 27 აგვისტოს ყოფილი პარტნიორების მხრიდან განხორციელებული მოქმედებების თაობაზე, ასევე სასესხო ვალდებულების გამო კრედიტორ შენოლ დერიას მიერ სააღსრულებლო წარმოების შესახებ. შედეგად, აღსასრულებლად მიექცა კომპანიის საუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ქონების შემძენი გახდა კომპანიის პარტნიორის როლანდ ხალვაშის ოჯახის წევრი - ძმა.
ორგანიზაცია, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამ პროცესში კომპანიისთვის ცნობილი გახდა სხვა დოკუმენტური მასალაც, რაც საფუძვლად დაედო როლანდ ხალვაშის მიერ შპს „ორბი ჰოლდინგის“ წინააღმდეგ სარჩელის აღძრვას. კერძოდ, როლანდ ხალვაშის მიერ წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 1 სექტემბერს კომპანიასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, იურისტის პოზიციაზე, ხოლო 2019 წლის 27 აგვისტოს ჯერ შეთანხმების, შემდეგ კი 01.09.2027 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტი. წარმოდგენილი პირობების მიხედვით, იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია როლანდ ხალვაშს თითოქსდა საკუთრებაში გადასცემდა საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობის მერვე სართულიდან მეთორმეტე სართულის ჩათვლით, 400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. 2019 წლის 27 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტით, ჩამონათვალი გაუკეთდა კომპანიის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებს, ამ ფართობზე მშენებლობის ინტერესს და კომპანია თითქოსდა ადასტურებდა განხორციელებულ იურიდიულ მომსახურებას. ამასთან, თითქოსდა კომპანია იღებდა ვალდებულებას 400 კვ.მ ფართზე როლანდ ხალვაში მესაკუთრედ დარეგისტრირებულიყო მშენებარე სახლის პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების, დამტკიცებული პროექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და მისი განშლიდან 1 თვის ვადაში. თუ, ეს პირობა დაირღვეოდა, კომპანიას როლანდ ხალვაშისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით გადაუხდიდა 250 აშშ დოლარს ექვივალენტ ლარს. ამასთან, 2019 წლის 27 აგვისტოს შედგენილი კიდევ ერთი შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის წყდებოდა 2017 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება და კომპანია თითქოსდა იღებდა ვალდებულებას, როლანდ ხალვაშისთვის 400 კვ.მ ფართი გადაეცა 2022 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უნდა გადაეხადა გადასაცემი ფართის საბაზრო ღირებულება.
საქმის მასალების მიხედვით, კომპანიის სახელით წარმოამდგენლობითი უფლებამოსილება მოიცავდა: 1) წესდებაში საჭირო ცვლილების მომზადებას და მათ რეგისტრაციას კანონით დადგენილი წესით, 2) შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, 3) ორგანიზაციის კრების ოქმისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას, 4) კომპანიის მიერ განსახორციელებელ მშენებლობასთან დაკავშირებით საქმიანობის სამართლებრივ მართვას, 5) მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან და სხვა სახის მასალების, სხვადასხვა საჭირო ხელშეკრულებების მომზადებას, 6) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, 7) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას სასამართლოსა და სხვა ორგანოებში. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა) წესდებაში არ განხორციელებულა არავითარი ცვლილება და შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია, ბ) არ შედგენილა არც ერთი შრომითი ხელშეკრულება, რადგანაც კომპანიას არ ჰყავდა თანამშრომლები, გ) კომპანიას არ მოუწვევია კრება, გარდა 2019 წლის 27 აგვისტოს სადავო კრებისა, რომელსაც არ ესწრებოდა კომპანიის მესამე პარტნიორი და ფარულად მოხდა სადავო გარიგებების წარმოშობა, დ) კომპანიას არ დაუწყია მშენებლობა. შესაბამისად, არ მომხდარა მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მართვა, ე) მშენებლობის ნებართვა მოპოვებული იქნა მხოლოდ კომპანიის დირექტორის მიერ მერიაში წარდგენილი განცხადებისა და ადმინისტრაციული განხილვის შედეგად, ვ) არ დასტურდება სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის სახელით, რადგანაც კომპანია არ ფუნქციონირებდა, ზ) არ განხორციელებულა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არც სასამართლოში და არც სხვა ორგანოებში. ზემოაღნიშნულს ადასტურებს 10.03.2025 წელს საქმეზე თავად როლანდ ხალვაშის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც, თუმცა კომპანიიდან კუთვნილი წილის კომპენსაციის გატანის შემდგომ, კომპანიის მიერ მშენებლობის არარსებობის პირობებში, როლანდ ხალვაშმა, 2024 წლის 15 მარტს, სარჩელით მიმართა შპს „ორბი ჰოლდინგის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: 1) 474,500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, პორგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 196 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდნეობით, 2023 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე.
2025 წლის 16 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, როლანდ ხალვაშის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შპს „ორბი ჰოლდინგს“ დაეკისრა 280,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა. სასამართლოს შეფასებით, 2017 წლის 1 სექტემბრის შრომის ხელშეკრულება არ ჩაითვალა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ დოკუმენტად და სასამართლომ არსებული დოკუმენტი მიიჩნია მომსახურების ხელშეკრულებად, სადავო საკითხი კი გადაწყვიტა ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ აუდიტორული კომპანიის დასკვნას და შესაბამისად ისე განსაზღვრა გადასაცემი ფართის - 400 კვ.მ საბაზრო ღირებულების სახით 280,000 აშშ დოლარის ანაზღაურების საკითხი, რომ არ უმსჯელია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფაქტზე, შინაარსზე და ტიპზე. ამასთან, სამართლებრივი საკითხი არ შეფასებულა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. არ მომხდარა იმ სადავო გარემოებების კვლევა, როგორ შეეძლო მშენებლობის არარსებობის პრიობებში, არარსებული იურიდიული მომსახურების ქვეშ, კომპანიას ან საკუთრების უფლებით გადაეცა 400 კვ.მ ფართი ან მისი საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, კომპანია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა განადგურების წინაშე, ვინაიდან წარმოებული სარჩელის ფარგლებში, მას აკრძალული აქვს სამი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომლის დასაკუთრების ინტერესიც, წინამდებარე დავის ფარგლებში, მომჩივან მხარეს გააჩნია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. კერძოდ, როგორც შპს ორბი ჰოლდინგმა, ასევე როლანდ ხალვაშმა წარმოადგნეს სააპელაციო საჩივრები. კომპანიამ მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით, როლანდ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო როლანდ ხალვაშმა გაასაჩივრა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არსებული უარი, თუმც მოგვიანებით სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა. 2026 წლის 1 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სხდომაზე მხარეთა მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული საქმეზე არებული მტკიცებულებები. ამასთან, პალატამ დააკმაყოფილა შპს „ორბი ჰოლდინგის“ შუამდგომლობა და საქმეზე ახალ მტკიცებულებად დაერთო კომპანიის ყოფილი დირექტორის აღიარებითი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მითითებული იქნა, რომ მას კომპანიაში არსებული პარტნიორებს შორის დაპირისპირების გამო, მოუწია არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღება, ამ დაპირისპირების გამო, იძულებული იქნა დათანხმებულიყო კომპანიის მაშინდელი მესაკუთრეების - ჯემალ ბათაძისა და როლანდ ხალვაშის მოთხოვნას იურიდიული ძალის არმქონე გარიგებებზე ხელმოწერისთვის. კერძოდ, წერილით დასტურდება, რომ კომპანიაში შედგენილი 2019 წლის 27 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი, მის საფუძველზე უპროცენტო სესხის აღების ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, კომპანიასა და როლანდ ხალვაშს შორის ფართის გადაცემის თაობაზე დოკუმენტი, წარმოადგენდა ყალბ საბუთს და მოქმედებები ემსხურებოდა გადაზღვეულიყო პარტნიორებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხი, თუ კომპანიის მაშინდელი ახალი მესაკუთრე - რომან სირაბიძე არ შეასრულებდა ჯემალ ბათაძისა და როლანდ ხალვაშის მიმართ კუთვნილი წილის შესაბამისს კომპენსაციის გადახდას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულება ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, წარდგენილი ჰქონდა შპს „ორბი ჰოლდინგს“. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შუამდგომლობით მითითებული მომავალი მოპასუხის სტატუსით როლანდ ხალვაშს სასამართლოს მხრიდან არ ჰქონდა მიღებული მხარის პროცესუალური სტატუსი. მიუხედავად ამ გარემოებისა, 01.07.2026 სხდომაზე, როლანდ ხალვაშმა, იმის საჩვენებლად, რომ კომპანიას 01.07.2026 სხდომამდე გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი და სასამართლოში მის წარმოდგენას არ ახდენდა, დოკუმენტურ მტკიცებულებად წარმოუდგინა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადება თანდართული დოკუმენტით. როგორც სასამართლო, ასევე შპს „ორბი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ შესძლო პროცესუალური სტატუსის გარეშე როლანდ ხალვაშმა აღნიშნული დოკუმენტის მიღება. პასუხად განიმარტა, რომ დოკუმენტი მიღებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თუმც არ წარმოდგენილა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. შემდეგ განიმარტა, რომ დოკუმენტი მიიღო ბათუმის საქალქო სასამართლოდან, რადგანაც იყო დასახელებული მხარედ, თუმცა მარეგულირებელი წესებიდან გამომიდნარე, აღნიშნული განმარტება სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც შპს „ორბი ჰილდინგის“ წარმომადგენელმა საქმის განმხილველ პალატას განუმარტა, როლანდ ხალვაში სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადების განმხილველი ბათუმის საქალაქო სასმაართლოს მოსამართლის მირონით ნათესავია. კერძოდ, შვილის ნათლია. შესაბამისად, გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ პროცესუალურად და კომერციულად კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საშუალებით აღმოჩენილიყო როლანდ ხალვაშის ხელში. ამასთან, გამოითქვა ვარაუდი, რომ როლანდ ხალვაშს შეცდომაში შეეყვანა სასამართლოს კანცელარიის მოხელე და მიეღო დასახელებული ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევა არსებითია და შეიცავს სამართლებრივი რეაგირების ნიშნებს, რაზეც კომპანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიმართავს.
ცნობისთვის: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეს მოსამართლეები: ირმა პერანიძე (თავმჯდომარე), თამარ სვანიძე და ლაურა მიქავა განიხილავენ, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქმე განიხილა მოსამართლე: გულიკო კაჟაშვილმა. შპს „ორბი ჰოლდინგის“ ინტერესები „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვნელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა, რომელიც უფლებამოსილებას 2026 წლის მარტიდან ახორციელებს.





