საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნები მაღალი აქტივობის ფონზე, ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით ჩატარდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას კი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ახალი თავმჯდომარე და არჩევითი ორგანოები ჰყავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც პროფესიულ არჩევნებში სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჯამებს, როგორც არჩევნების პირველი, ასევე მეორე ტურის მსვლელობას და შედეგებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2025 წლის არჩევნები, ყველა გასული საარჩევნო პროცედურებისგან განსხვავებით, უხარვეზოდ, მენეჯმენტის გამართული საშუალებებით, არჩევანის ფარულობის დაცვითა და კოლეგიალური ურთიერთობების პრინციპის სრული დაცვით ჩატარდა. გამართულად იმუშავა ხმის დამთვლელმა კომისიამ. როგორც არჩევნების პირველი ტურის შედეგების დროს, ბათილი ბიულეტინის საკითხის გადაჭრისას, კომისია მოქმედებდა თანაბარსწორუფლებიანი კენჭისყრით, არგუმენტაციის წარმოდგენითა და საუკეთესო სტანდარტის პრინციპზე მითითებით. მეორე ტურის შედეგების განსაზღვრის პროცესშიც, ზედმიწევნით იქნა დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები. ამასთან, სადამკვურვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად ჰქონდათ პროცესის მიდევნებისა და მეთვალყურეობის შესაძლებლობა. არჩევნების შეუფერხებლად გაშუქების შესაძლებლობა მიეცა მასობრივი-საინფორმაციო საშუალებებს, თუმც ცალკეული მედიის მხრიდან საარჩევნო პროცესისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების მიმართ დაფიქსირებული იქნა იმგვარი შეფასება, რაც მკვეთრად გამოხატავდა ინფორმაციის საზოგადოების მიმართ დაბალანსებული სახით მიწოდების უგულვებელყოფას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2025 წლის 13 დეკემბერს, ასევე მაღალი გამჭვირვალობით შედგა დღის წესრიგითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა, რაც ღია კენჭისყრით, ელექტრონული პორტალის მეშვეობით განხორციელდა. სწორედ აღნიშნულმა 15 წევრიანმა არჩეულმა კომისიამ უზრუნველყო, როგორც 2025 წლის 14 დეკემბრის, ასევე 21 დეკემბრის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები და დადასტურდა ხმის მთვლელი აპარატების შეუფერხებელი მუშაობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ასოციაციის თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატის მხრიდან, არც 13-14 დეკემბრის და არც 21 დეკემბრის შედეგების მიმართ არ დაფიქსირებულა უნდობლობა. პროფესიული ეთიკურობის მაგალითს წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ 2025 წლის 13 დეკემბრის საერთო კრებაზე, ყოველგვარი ექსცესის გარეშე შედგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის, ეთიკის კომისიისა და სარევიზიოო კომისიის 2025 წლის ანგარიშების წარდგენა, ისევე, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატთა სიტყვით გამოსვლებიც. პროფესიული ეთიკისა მაგალითსა და სტანდარტის დამკვიდრების გამოხატულებას წარმოადგენდა 2025 წლის 21 დეკემბრის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული კანდიდატების პირველადი განცხადებები, ერთგულების დადასტურება ამომრჩევლის ნებისა და დემოკრატიული პროცესის მიმართ, შედეგების აღიარება და პირადი კონტაქტით მილოცვა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, პროფესიული საზოგადოების ერთიანობისთვის, მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩეული წევრები მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევიან. საერთო ჯამში, პირველ ტურში, ასოციაციის 2752-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში - 2855. ირაკლი ყანდაშვილმა ამომრჩევლის 1473 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილს კი 1366 - მა წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის, პირველ ტურში ხმები კი ასე გადანაწილდა: ირაკლი ყანდაშილი - 1269 ხმა, ირაკლი ჩომახაშვილი - 1106 ხმა, მუხრან ღურწკაია - 301 ხმა, გიორგი მარიამიძე - 8 ხმა, მანუჩარ ჭუმბურიძე - 8 ხმა. ნიკოლოზ კვანტრიშვილი - 7 ხმა. სხვადასხვა საფუძვლითა და მიზეზით, სულ ბათილად იქნა ცნობილი თავმჯდომარეობის ნაწილში - 53 ბიულეტინი - არ იყო გაფერადებული არც ერთი კანდიდატი, გაფერადებული იყო რამდენიმე კანდიდატი, გაფერადება განხორციელებული იყო ჩველებრივი კალმით, თუმც არჩევნების მეორე ტურისთვის აღნიშნული მკაცრი მიდგომა შეიცვალა და რეგლამენტში შესული ცვლილებით, უპირატესობა მიენიჭა ამომრჩევლის ნების მკაფიო გამოვლენის დაფიქსირებულ მდგომარეობას, რაც ბიულეტილზე მკაფიოდ უნდა გამოსახულიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმოს წინასაარჩევნო პროცესში არსებული მდგომარეობის შეფასებას და ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს გააჩნდა თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციების გამოვლენისთვის. თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰქონდათ ამომრჩევლებთან შეუფერხებელი შეხვედრების შესაძლებლობა, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. 2025 წლის არჩევნებზე პრიორიტეტები და საპროგრამო თეზისები ტურაჟირებული იქნა ნაბეჭდი საარჩევნო პროგრამების გავრცელების სახით. ილუსტრირებული პროგრამები წარმოდგენას ქმნიდა პროფესიული გუნდების კანდიდატთა ვინაობის წარმოდგენაზე.
ამასთან, 2025 წლის არჩევნები მიმდინარეობდა კრიტიკული თემების წარმოჩენით, რაც დაკავშირებული აღმოჩნდა ასოციაციის შენობის შეძენის, ასოციაციის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების, წლიური ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ადვოკატის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის დასმით. აღსანიშნავია, რომ დაბალანსებულ პლატფორმად დარჩა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის საინფორმაციო დაფარულობაც, რომელმაც ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესძლო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა და პროფესიული საზოგადოების ინფორმირება.
ცალკე შეფასების საგანია სოციალური მედიის გამოყენებით, ადვოკატებს შორის პერსონიფიცირებული განცხადებების ურთიერთმიმართება, რა დროსაც, ხშირ შემთხვევაში, დარღვეული იქნა მიუკერძოებლობის, პროფესიული ეთიკისა და კოლეგიალობის პრინციპები. ორგანიზაციის მიზანი არ არის თითოეული გამოვლინების განხილვა, არამედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასეთი ფაქტების არსებობა, რაც 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების თანხლებ პროცესს წარმოადგენდა.
ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი რეგისტრირდა. აქედან თავმჯომარეობის პოზიციაზე რეგისტრირებული იქნა 6 კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად - 52, ეთიკის კომისიის წევრად - 44, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრად - 9, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად - 15 კანდიდატი. პროფესიულ არჩევნებს აკვირდებოდა 6 თავმჯდომარეობის კანდიდატის - 24 დამკვირვებელი და 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი, მათ შორის ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა.
ორგანიზაციამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, არაერთი შეფასება და მონიტორინგი გამოაქვეყნდა ეროვნული დონის არჩევენებთან დაკავშირებით. მათ შორის, სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულ არჩევნებზე.
ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების გასული პერიოდის არჩევნებზე. სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ორგანიზაციის სახელით: არჩილ კაიკაციშვილი და ანა კესარელი ახორციელებდნენ.





