საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნები მაღალი აქტივობის ფონზე, ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით ჩატარდა, რაც პროფესიული გაერთიანების თვითორგანიზებისა და დისციპლინირების მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც პროფესიულ არჩევნებში სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საარჩევნო დღე უხარვეზოდ, მენეჯმენტის გამართული საშუალებებით, არჩევანის ფარულობის დაცვითა და კოლეგიალური ურთიერთობების პრინციპის სრული დაცვით ჩატარდა. გამართულად იმუშავა ხმის დამთვლელმა კომისიამ. ბათილი ბიულეტინის საკითხის გადაჭრის დროს, კომისია მოქმედებდა თანაბარსწორუფლებინი კენჭისყრით, არგუმენტაციის წარმოდგენითა და საუკეთესო სტანდარტის პრინციპზე მითითებით. სადამკვურვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად ჰქონდათ პროცესის მიდევნებისა და მეთვალყურეობის შესაძლებლობა. არჩევნების შეუფერხებლად გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდა მასობრივი-საინფორმაციო საშუალებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2025 წლის 13 დეკემბერს, ასევე მაღალი გამჭვირვალობით შედგა დღის წესრიგითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა, რაც ღია კენჭისყრით, ელექტრონული პორტალის მეშვეობით განხორციელდა. სწორედ აღნიშნულმა 15 წევრიანმა არჩეულმა კომისიამ უზრუნველყო 2025 წლის 14 დეკემბრის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ასოციაციის თავმჯდომარეობის არც ერთ ერთი კანდიდატის მხრიდან, არც 13 დეკემბრის და არც 14 დეკემბრის შედეგების მიმართ არ დაფიქსირებულა უნდობლობა. პროფესიული ეთიკურობის მაგალითს წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ 2025 წლის 13 დეკემბრის საერთო კრებაზე, ყოველგვარი ექსცესის გარეშე შედგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის, ეთიკის კომისიისა და სარევიზიოო კომისიის 2025 წლის ანგარიშების წარდგენა, ისევე, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატთა სიტყვით გამოსვლებიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩეული წევრები მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევიან. საერთო ჯამში არჩევნებში ასოციაციის 2752-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, თავმჯდომარეობის კანდიდატთა ხმები კი ასე გადანაწილდა: ირაკლი ყანდაშილი 1269 ხმა, ირაკლი ჩომახაშვილი 1106 ხმა, მუხრან ღურწკაია 301 ხმა, გიორგი მარიამიძე 8 ხმა, მანუჩარ ჭუმბურიძე 8 ხმა. ნიკოლოზ კვანტრიშვილი 7 ხმა. სხვადასხვა საფუძვლითა და მიზეზით, სულ ბათილად იქნა ცნობილი თავმდჯომარეობის ნაწილში - 53 ბიულეტინი (არ იყო გაფერადებული არც ერთი კანდიდატი, გაფერადებული იყო რამდენიმე კანდიდატი, გაფერადება განხორციელებული იყო ჩველებრივი კალმით).
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-17 მუხლის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან, კანონითა და წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. უკეთესი შედეგის მქონე თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში იმართება კენჭისყრის მეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას. ვინაიდან ასოციაციის თავმჯდამეორების ვერც ერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, თავმჯდომარის ასარჩევად ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ჩომოხაშვილს შორის მეორე ტური 2025 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი რეგისტრირდა. აქედან თავმჯომარეობის პოზიციაზე რეგისტრირებული იქნა 6 კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად - 52, ეთიკის კომისიის წევრად - 44, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრად - 9, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად - 15 კანდიდატი. პროფესიულ არჩევნებს აკვირდებოდა 6 თავმჯდომარეობის კანდიდატის - 24 დამკვირვებელი და 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი, მათ შორის ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა. ორგანიზაციამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, არაერთი შეფასება და მონიტორინგი გამოაქვეყნდა ეროვნული დონის არჩევენებთან დაკავშირებით. მათ შორის, სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულ არჩევნებზე. ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების გასული პერიოდის არჩევნებზე. სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ორგანიზაციის სახელით: არჩილ კაიკაციშვილი და ანა კესარელი ახორციელებდნენ.





