ქეთი ვარდანაშვილი - არსენ კუტალაძის ოჯახის წევრების უფლებადარღვევის ფაქტებზე კომისიის დასკვნას მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა

4 ნოემბერი, 2025

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის, ქეთი ვარდანაშვილის განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც კვალიფიციური სამართლის სპეციალისტებისგან შეიქმნა, დადებს იმ დასკვნას, რომელიც არსენ კუტალაძის ოჯახის დარღვეული უფლების ყველა საკითხს მოიცავს.

„მინდა გითხრათ, რომ კომისიის წევრები კვალიფიციური იურისტებისაგან და ადვოკატებისგან შედგება, რომლებიც მომავალში ნამდვილად დადებენ იმ დასკვნას და სწორად შეაფასებენ არსენ კუტალაძის ოჯახის წევრების უფლებადარღვევის საქმეს, რასაც მიეცემა შემდგომი მსვლელობები სამართლებრივ ჭრილში“ - განაცხადა კომისიის საქმიანობის შეფასებისას მედიასთან მსჯელობის დროს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატმა, ქეთი ვარდანაშვილმა.  

ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.

არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.



კომენტარები