სისხლის სამართლის ადვოკატის, ნიკა სადრაძის განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისია მოწოდებულია არსენ კუტალაძის საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და მომავალი დასკვნა საზოგადოებას წარმოუჩენს საქმის დეტალურ ანალიზსს.
„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალი იურისტებით და ადვოკატებით. შესაბამისად, ის ბევრი კითხვა, რაც არსებობს აღნიშნულ საქმეში, ის ბევრი გარემოება უნდა იქნეს შესწავლილი დეტალურად და კომისია აუცილებლად იმუშავებს ამ მიმართულებით და საბოლოო ჯამში, შეადგენს გარკვეულ დასკვნას ამ საქმეზე, რომელიც ეცნობება საზოგადოებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობას საბოლოო ჯამში ექნება შედეგი სამართლიანობის კუთხით, რომ ყველა გარემოება და ყველა კითხვაზე პასუხი იქნეს გაცემული“ - განაცხადა კომისიის საქმიანობის შეფასებისას მედიასთან მსჯელობის დროს სისხლის სამართლის ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ.
ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.





