ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესმენის ბურუსით მოცული საქმის დეტალების სიცხადისთვის და სამართლიანობის აღგენის მიმართულებით.
„საზოგადოებისთვის ცნობილია ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რა დროსაც საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს ბიზნესმენის ოჯახის არაერთი დავა, ქონებრივ და არაქონებრივ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღნიშნული საქმის ფარგლებში საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს წარმოადგენს, ის სისხლისსამართლებრივი დავა, რომელიც არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმეს ეხება. ბუნებრივია, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმის ფარგლებში გაჭიანურებულია, იგვიანებს. მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, არ ხდება კვალიფიციური შეფასება ამ მტკიცებულებების და არ ხდება მოცემულ შემთხვევაში ის ერთადერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზანს ემსახურება.
გარდა ამისა, 6 წლის განმავლობაში, ოჯახი ამაოდ მოითხოვს დაზარალებულად ცნობას, მაშინ, როდესაც ამ მოთხოვნის ყველა წინაპირობა სახეზეა და შესაბამისად, ბუნებრივია სისხლის სამართლის საქმეზე გაჭიანურებული და ხშირად, უმეტესწილად თაროზე შემოდებული საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბიზნესს და ბიზნესმენებს ექცეოდეს სახელმწიფო სტრუქტურა ასე და ასეთი ფორმატით, ასეთი დამოკიდებულებით. ბიზნესი დაცული და თავისუფალია და თუ ამ პრინციპის მნიშვნელობას სამართლებრივ სახელმწიფოში გავიაზრებთ, ჩვენს ქვეყნაში ბიზნესი თავისუფალია და ბიზნესმენს აქვს თავისუფალად საქმიანობის უფლება, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებული ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება თითოეული შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენის გარდაცვალებას, დაღუპვას, ბურუსით მოცულ საქმეს უკავშირდება, სახელმწიფო არ იყოს დაინტერესებული და მედროშე ამ საქმეზე იყოს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილებები, აწარმოოს სწორი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან, და რადგანაც, არსენ კუტალაძის საქმესთან დაკავშირებით შეფერხებულია სამართლიანობის აღდგენა, არ ხდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია.
საზოგადოებრივი კომისია დაკომპლექტდა ჩვენი საზოგადოების, იურიდიული საზოგადოების კვალიფიციური წევრების წარმომადგენლებით და მას უხელმძღვანელებს ევროსასამართლოს აღიარებული ექსპერტი, უფლებადამცველი ქალბატონი ლია მუხაშავრია. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი კომისიისა. კომისია არის ღია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ამ საქმეში თავიანთი პოზიციით, მოსაზრებით და მსჯელობით სწორ ხედვას და ასე ვთქვათ, დახმარებას გაუწევს. კომისია მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში, მუშაობის შედეგად გამოაქვეყნებს დასკვნას, გამოაქვეყნებს რეკომენდაციას, რაც დაეფუძნება საქმის ყოველმხრივ შესწავლას და ჩვენი მუშაობის და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია კომისიის დასკვნა იქნება ამ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობის და შედეგების თვალსაზრისით, წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით“ - განაცხადა მედიასთან კომენტარის დროს, კომისიის საქმიანობის შეფასებისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.
ცნობისთვის: 2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.





