თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე გია ბერაიას თავმჯდომარეობით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ წარმოებულ შრომით-სამართლებრივ დავაზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რა დროსაც საქმე ეხებოდა დანიშნული ექსპერტიზის მომზადებას „დაჩქარებული“ და „ჩვეულებრივი“ ვადით შესრულებას და ექსპერტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. პალატას მიაჩნია, რომ „განცხადება, თავისი შინაარსით, შესაძლოა დაჩქარებულ ექსპერტიზას გულისხმობს, თუმცა თუ იგი პროგრამულად არასწორად არის ასახული, როგორც არადაჩქარებული, რომლის შესრულების ვადაც 30 სამუშაო დღეს შეადგენს, ხოლო პირველადი მასალის მოთხოვნის უფლება ხუთ სამუშაო დღეს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2 დღის ვადის უმოქმედობა ექსპერტს ვერ ჩაეთვლება დარღვევად, ვინაიდან იგი პროგრამულად, ექსპერტისთვის თვალსაჩინოდ ასახული იყო და სტატუსი მინიჭებული ქონდა, როგორც არადაჩქარებული“. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში ექსპერტის ინტერესები დამცველია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ხელისაწვდომი გახდა საქმეზე 2025 წლის 20 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის საზოგადოებისთვის გაზიარება ინფორმირებისა და საექსპერტო დაწესებულებასთან მომავალი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან სიკეთეს წარმოადგენს.
დგინდება, რომ ბიურომ დასაქმებული ექსპერტის მიმართ პრეტენზია გამოთქვა დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობებსა და საექსპერტო მომსახურების ვადების გამოყენების წესზე ბიუროს უფროსის 26.01.2023 ბრძანების უგულვებელყოფის გამო, რის გამოც ექსპერტს მიეცა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება. დადგინდა, რომ საექსპერტო დაწესებულებას სახელმწიფო უწყებამ ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით მომართა 2024 წლის 28 მარტს, ექსპერტიზის მომსახურების ტიპი დოკუმენტურად მითითებული იქნა - „ჩვეულებრივი“, დოკუმენტის შესრულების ვადა - „30 სამუშაო დღე“. დადგინდა, რომ ექსპერტს განცხადება შესასრულებლად გადაეცა 28.03.2024 – 18:40 საათზე, ხოლო მისი მხრიდან საქმეზე რეაგირება განხორციელდა 02.04.2024 - მესამე სამუშაო დღეს. ექსპერტიზის ბიურო მიიჩნევდა, რომ დამკვეთს განცხადების ტექსტით მოთხოვნილი ჰქონდა დაჩაქრებული წესით დასკვნის მომზადება, მაგრამ დოკუმენტბრუნვის შიდა რეესტრის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, განცხადება ექსპერტს უნდა გადასცემოდა ე.წ. წითელ ფერის ნიშნულით, რათა რეაგირება განხორციელებულიყო დაჩაქრებული წესით, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა.
ბიუროს უფროსის ბრძანება ითვალისწინებს დაჩაქრებული საექსპერტო მომსახურებისას - მომართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტის რეაგირებას. ამდენად, დამსაქმებელი ორგანიზაცია მხოლოდ დაეყრდნო დამკვეთის განცხადების შინაარს და წარმოადგინა განმარტება, რომ საქმის გადაცემისთანავე, ექსპერტს განაცხადი არა - 3 სამუშაო დღეში, არამედ - 2 სამუშაო დღეში უნდა გაეხსნა, რაც წესის უგულვებელყოფის საფუძველი გახდა და დისციპლინური სახდელის გამოცემის წინაპირობაც.
თბილსიის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ექსპერტის მიმართ გამოყენებული სახდელი მართზომიერად იყო შეფასებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის დასკვნა და განმარტა შემდეგი:
„მოცემულ შემთხვევაში კანცელარიამ ექსპერტიზის დანიშვნის მომართვა დაარეგისტრირდა როგორც არადაჩქარებული წარმოების ექსპერტიზა და ამ სახით დაეწერა იგი მოსარჩელეს პროგრამულად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათით, სადაც ექსპერტიზის მომსახურების ტიპად, დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათით, მიეთითა „ჩვეულებრივი“, დოკუმენტის შესრულების ვადად 30 დღე მოსარჩელეზე აღნიშნული დავალება მოსარჩელის განმარტებით განაწილდა 28.03.20204 წელს 18 საათის შემდეგ (მოპასუხეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია), შესაბამისად, ექსპერტიზის დადგენილი ვადების ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან 29.03.2024 წლიდან, რომელიც კვირის პარასკევი დღეა.
აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული და არადაჩქარებული წესით ჩასატარებელი ექსპერტიზები პროგრამულად სხვადასხვა ფერით არის აღნიშნული, ექსპერტისთვის თვალსაჩინოებისათვის, რათა ექსპერტმა მიმართვის დაწერისთანავე შეძლოს ერთმანეთისაგან განასხვავოს დაჩქარებული და არა დაჩქარებული წარმოება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა აგებულია იმ დაშვებაზე, რომ მოსარჩელეს შეეძლო პროგრამულად გაეხსნა განცხადება და შეემოწმებინა, წაეკითხა მიმართვა, მიეღო შესაბამისი ზომები. პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი დაშვების პირობებში მოსარჩელისთვის სახდელის შეფარდებით სრულიად გაუგებარი რჩება ბიუროს მიერ განცხადებების დაყოფა დაჩქარებულ და არადაჩქარებულ განცხადებებად, შესაბამისი სტატუსის მინიჭება და მათი ასახვა ფერების მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ განცხადება, თავისი შინაარსით, შესაძლოა დაჩქარებულ ექსპერტიზას გულისხმობს, თუმცა თუ იგი პროგრამულად არასწორად არის ასახული, როგორც არადაჩქარებული, რომლის შესრულების ვადაც 30 სამუშაო დღეს შეადგენს, ხოლოს პირველადი მასალის მოთხოვნის უფლება ხუთ სამუშაო დღეს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2 დღის ვადის უმოქმედობა ექსპერტს ვერ ჩაეთვლება დარღვევად, ვინაიდან იგი პროგრამულად, ექსპერტისთვის თვალსაჩინოდ ასახული იყო და სტატუსი მინიჭებული ქონდა, როგორც არადაჩქარებული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მიმართვისთვის რეაგირების ვადის დარღვევა გამოწვეულია ექსპერტისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მოტივით, რომ ექსპერტს შეეძლო განცხადება გაეხსნა და რეაგირება მოეხდინა 2 დღის ვადაში, არ არის გამართლებული და მართლზომიერი, რადგან ექსპერტიზის ქმედებაში რაიმე სახის დისციპლინარულ დარღვევას ადგილი არ აქვს, რადგან ექსპერტი არ იყო ვალდებული, როდესაც განცხადება კანცელარიის მიერ არადაჩქარებულად სტატუსით შესასრულებლად დაეწერა ორი დღის ვადაში შესულიყო პროგრამაში და გაცნობოდა მის შინაარსს, თანახმად 26.01.2023 წლის მოპასუხის N8/2 ბრძანებისა“.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ბიუროს უფროსის დისცილინური სახდელი ექსპერტის დასჯის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რასაც წინ უძღვოდა ექსპერტის მიერ 2024 წლის 10 იანვარს ბიუროს უფროსის მიმართ წარდგენილი წერილი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არასათაანდო მოპრობის, საექსპერტო დასკვნების კანონსაწინააღმდეგოდ შეცვლისა და ტექნიკური ბაზის გამოყენების ხელოვნურად შეფერხების საკითხებზე. ექსპერტის მიერ მხილებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი პაატა თუშურაშვილი, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ჯერ კიდევ მოქმედი მოადგილე, დოდო ჩორგოლაშვილი და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი თეო ხუჭუა. მათ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ნინო კ-ს სამსახურიდან გაშვების პროცედურები. შესაბამისად, ბიუროს უფროსის 2024 წლის 23 აპრილის ბრძანება ექსპერტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გართხილების შეფარდების თაობაზე იყო პირველი დისციპლინური სახდელი. შემდეგ, ნინო კ-ს მიმართ, 2024 წლის 21 ივნისს გამოყენებული იქნა ახალი სახდელი - საყვედური, ხოლო 2024 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს შრომის კოედექსის 47-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით.
აღსანიშნავია, რომ ბათილად ცნობილი 2024 წლის 23 აპრილის ბრძანების საფუძველი გახდა ბუროს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსის კობა კუჭუხიძის დასკვნა. ასევე, პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას მოხსენებითი ბარათები. აღსანიშნავია, რომ მათ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგაც მიმართეს სასამართლოს და ექსპერტ ნინო კ.-ს საქმეზე პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილი წერილების გამო, წერილში გამოთქმული შეფასებების გამო, ცილისწამებლური განცხადებების უარყოფა მოითხოვეს. 2025 წლის 16 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინააღმდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ჯერ კიდევ მოქმედი უფროსის თეო ხუჭუას სარჩელი, არ დაკმაყოფილდა, ხოლო პაატა თუშურაშვილისა და დოდო ჩორგოლაშვილის სარჩელებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ნინო კ. საექსპერტო საზოგადოებაში გამოცდილი და ცნობილი ექსპერტია. 2007 წლის ივლისიდან უკანონო ათავისუფლებამდე, საქმიანობდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე. 2017 წლიდან არის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიწვეული ექსპერტი (ტექნიკური შემფასებელი) და ამჟამად, ერთ-ერთი მსხვილი ნავთობპროდუქტების კომპანიის ლაბორატორიის უფროსი და ხარისხის მენეჯერი. ნინო კ.-ს პროფესიულ საქმიანობასა და შედეგებზე მეტყველებს პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და ჯილდოები. არის არაერთი სასწავლო კურსის, ტრენინგისა და კონფერენციის მონაწილე. აგრეთვე, 13-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რაც ხაზს უსმევს მაღალ გამოცდილებას სპეციალიზაციაში და შესაბამისს კვალიფიკაციას. შესაბამისად, გაუქმებული ბრძანება მისი რეპუტაციის დაცვისა და დარღვევის არარსებობის პირობებში, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია და სადავო ბრძანება მიზნად ისახავდა ნინო კ-ის ავტორიტეტისა და სახელის შელახვას, იმ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას, რომელიც ნინო კ.-ის სამსახურიდან გაშვების საფუძველი გახდებოდა.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე: გია ბერაიამ განიხილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე: გიორგი გოგიჩაშვილმა. ექსპერტის ინტერესები საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა, მოპასუხის ინტერესები კი, ბიუროს იურისტებთან ერთად, პაატა თუშურაშვილმა, დოდო ჩორგოლაშვილმა და თეო ხუჭუამ.





