მეცნიერებათა აკადემიამ სტუდია „რაკურსის“ წინაშე სამართლებრივი პრობლემის საკითხები განიხილა

19 ოქტომბერი, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსის“ საქმიანობა და სტუდიის წინაშე მდგარი სამართლებრივი პრობლემის საკითხი განიხილა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუდიის სამართლებრივ პრობლემებზე ინფორმაცია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, სამეცნიერო პოპულაური ფილმების სტუდიის წარმომადგენელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მიაწოდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კინორეჟიოსრები და დოკუმენტალისტები სამეცნიერო პოპულაური ფილმების სტუდიის შენობის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში დავას აგრძელებს. მისი თქმით, მისასალმებელია კინო სფეროს სირთულეებზე მსჯელობა და გამოსავლის ძიება, თუმცა თუკი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსი“ კუთვნილი ფართის გარეშე იქნება, ასეთი შეხვედრები მიზანს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელ კომისიას შეუძლია მთავრობასთან შესაბამისი შუამდგომლობის გაწევა, რათა სახელმწიფომ სათანადო და სწორი პოზიცია დაიჭიროს იმ სამართლებრივი დავის მორიგებით დასრულებაში, რომელიც სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსმა“ დარღვეული უფლებების დასაცავად წამოიწყო.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისია შეთანხმდა, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართ წარდგენილი იქნება წერილი, რომელიც სამეცნიერო-პოპულარული კინომატოგრაფიის მნიშვნელობის, სირთულეების დაძლევისა და ინსტიტუციური საჭიროების საკითხებს შეეხება. შესაბამისად, წერილით მიმართება გაკეთდება სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსის“ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის ცალკეული მონაწილეების მოსაზრებებიც განსხვავებული აღმოჩნდა. მაგალითად, აკადემიის პრეზიდიუმის წევრმა, ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რამაზ ხეცურიანმა განაცხადა, რომ კომისია კონკრეტული დავის ფარგლებში რაიმე პოზიციას ვერ დაიჭერდა, აქცენტი სამართლებრივი განხილვის ნაცვლად დარგის განვითარებაზე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა მწერალმა და პუბლიცისტმა, ვაჟა ოთარაშვილმა განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის საკითხები ყველა ფორმატშია განსახილველი, სტუდია „რაკურსის“ წინაშე მდგარი პრობლემა კი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმოქმედობასა და სააგენტოს დირექტორის, გიორგი დუგლაძის პირად დაინტერესებაზე, სხვა საქმეებზე დაყრდნობითაც, მეტყველებს.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2011 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტო, საბედისწერო აღმოჩნდა სტუდიის საქმიანობის მომავლისათვის. დროის ამ მონაკვეთში, კინო-დოკუმენტალისტებმა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება - დოკუმენტური ფილმი: „გიფსოკარდონი: თბილისის დანაშაულებრივი რეაბილიტაციის ქრონიკა“, რომელიც შეეხებოდა დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არსებულ კორუფციას. ხელისუფლების უკანონო ჩარევით, სტუდიის საქმიანობა შეჩერდა, ხელოვანი ადამიანები დაისაჯა და 2011 წლის 1 აგვისტოს, სახელმწიფომ ძალის გამოყენებით მოახდინა შენობის დარბევა. შედეგად, სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიისაკუთრა სტუდიის მართლზომიერ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, ქალაქის ცენტრში,  მარჯანიშვილის 9 ნომერში მდებარე 211.40 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართი, რომელიც ჯერ გადავიდა თბილისის განვითარების ფონდის, შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დღევანდელი მდგომარეობით მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში.

კინორეჟიოსრები და დოკუმენტალისტები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის გიორგი დუგლაძის უმოქმედობას პირადი დაინტერესებით და სამართლინობის აღგენის იდეის მიმართ პოლიტიკური საბოტაჟის მოწყობად თვლიან. სტუდიის მესვეურები მოუწოდებენ მთავრობას და მინისტრებს, მოხდეს დაინტერესება, რა განაპირობებს წართმეული ქონების მიმართ, ქონების დღევანდელი მესაკუთრე საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 5 წლის წინ, მთავრობიდან წასული მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ დანიშნული კადრის, მოქმედი დირექტორის გიორგი დუგლაძის ხისტ პოზიციას, რომ დოკუმენტალისტებს არ ხვდება, სტუდიის უფლების დარღვევის ფაქტს არ აღიარებს, უარით პასუხობს მორიგების მიზით ორგზის წერილობით წარდგენილ საქმიან წინადადებას, უარს ამბობს საკითხის მედიაციაში გადატანაზე და ქონების წართმევის ფაქტს არათუ 2011 წელს ვერ ხედავს, არამედ ვერც 2023 წლის მდგომარეობით ხედვას.

გიორგი დუგლაძე ან მაშინ ამართლებდა ან ახლა ამართლებს ქონებების წართმევის პოლიტიკას, რასაც მოწმობს მისი დღევანდელი დამოკიდებულება ცნობილი ქართველი რეჟისორების, დოკუმენტალისტებისა და სამეცნიერო წრის მოთხოვნაზე, რომ „რაკურსს“ დაუბრუნდეს წართმეული ქონება, ფართი, რომლის გამოყენებაც კვლავ კინოს შექმნას და მის შემდგომ აღორძიენებას მოხმარდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გიორგი დუგლაძის უწყებას აეკრძალა სტუდია რაკურსის სადავო ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება გიორგი დუგლაძის უწყებამ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ქონების გასხვისებაზე სააპელაციო პალატამაც უარი უთხრა გიორგი დუგლაძის უწყებას. სასამართლოს მხრიდან სააგენტოს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე და სტუდია „რაკურსის“ სარჩელის განუხილველად დატოვებაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა ადგენს, რომ ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 278 400 აშშ დოლარს ექვივალენტ ლარში, მაგრამ სააგენტო ამ დოკუმენტზე აცხადებს, რომ მას არ აქვს საქმისთვის მნიშვნელობა. ამდენად, ყოველივე ეს ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს - აქვს თუ არა ადგილი  პრობლემის მიმართ პირადი მიზნებით მოქმდებას და არის თუ არა ამ ქონების ბედით დაინტერესებული რომელიმე მაღალჩინოსანი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსის“ საქმის განხილვა გრძელდება. მომდევნო სხდომა სასამართლოში 2023 წლის 23 ოქტომბერს შედგება.



კომენტარები