საჯარო მმართველობა

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიტიკური გათავისუფლების საქმეების გადახედვას აჭიანურებს

5 ივნისი, 2013

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცვლის 2013 წლის 22 მაისის რეკომენდაციას არ ასრულებს, რითაც სამინისტროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა დაევალა. სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას უკვე თვეების მანძილზე ითხოვენ.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ადვოკატების პროტესტი სამართლიანია

30 მაისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საქართველოს ადვოკატების საპროტეტსო აქციის მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არ დაამტკიცოს წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც დაცვის ინსტიტუტის უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

28 მაისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ალტენრატიულ წინადადებას სთავაზობს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 17 მაისის განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს

23 მაისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილი ქონდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც აღიარებული და განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით.

[ იხილეთ სრულად ]

მნიშვნელოვანია, შსს მინისტრმა საზოგადოების შეკითხვებს უპასუხოს

2 მაისი, 2013

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის აქციის მსვლელობის დაშლა სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას მომხდარის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სწორი შინაგანი რწმენა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ არ ხდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და საკითხის მიმართ სამოქალაქო პოზიციით მსჯელობა ხელს უშლის სიმართლის დადგენას.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს

15 აპრილი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნას გამოაქვეყნებს. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2012 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს

[ იხილეთ სრულად ]

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა დაითხოვოს

8 მარტი, 2013

საქართველოს პარლამენტს რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესში და მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, რომელიც რადიკალური გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

22 თებერვალი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ინტერესებს წარმოადგენს. სასამართლო დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტების“ შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.

[ იხილეთ სრულად ]