არჩილ კაიკაციშვილი

არჩილ კაიკაციშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია 2012 წლის ივლისიდან.
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული. გააჩნია არასამთავრობო სექტორში საქმიანობის 10-წლიანი, ქართულ მედიაში სამართლის საკითხებზე მუშაობის 10-წლიანი და საადვოკატო მოღვაწეობის 10-წლიანი გამოცდილება. არის GAU-ს სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი. 2018/01 - 2019/02 იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის არჩეული თავმჯდომარე. 2016-2014 წლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „ასოცირების ხელშეკრულებიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 
ამასთან, არჩილი წარმოადგენს სხვადასხვა თემატური კოალიციის, არასამთავრობოთა ალიანსისა და სამართლის საკითხებზე შექმნილი კომისიების წევრს. 2017 წელს, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 2014 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ დასახელდა წლის ყველაზე აქტიურ ახალგაზრდულ უფლებადაცვით ორგანიზაციად. არის სხვადასხვა პროექტის სამართლის ექსპერტი და კონსულტანტი. 2021-2010 წლებში, მნიშვნელოვანი კონფერენციების, შეხვედრებისა და განხილვების მონაწილე. იყო ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან არსებულ სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკონსულტაციო საბჭოს მიწვეული წევრი.
არჩილ კაიკაციშვილი წარმართავს ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწამოებისა და საქმისწარმოების პროცესს. მუშაობს მართლმსაჯულების ხარვეზებზე, სამართლებრივი რეფორმების ანალიზსა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკითხებზე. არის სახელშეკრულებო და შრომის სამართლის სპეციალისტი. მუშაობს სისტემური დანაშაულების საქმეების კვლევაზე. 2019-2014 წლებში, საქართველოს პარლამენტმა განიხილა არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული 5 საკანონმდებლო წინადადება, ჩართულია კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში, აღმასრულებელ, საკანონმდელო და სასამართლო ხელისუფლებას მიეწოდა არაერთი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება. 
არჩილ კაიკაციშვილს გააჩნია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობის გამოცდილება. მოგებული აქვს, მათ შორის პრეცედენტული საქმეები საქართველოს უზენაესს სასამართლოში. არის გახმაურებული და რეზონანსული საქმეების ადვოკატი. დღემდე, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს რთული კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის გააჩნია მნიშვნელობა. არის ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით. 2020 წლის 7 აგვისტოდან მინიჭებული აქვს ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო სამართალი) სპეციალიზირებული ადვოკატის სტატუსი. ქართულ სასამართლოში აწარმოებს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში არსებულ დავებს. 2015 წელს, ადვოკატის პროფესიის ახალი სტანდარტებისა და განვითარების მიზნით, დააფუძნა ახალი ბრენდი: „კაიკაციშვილი და ადვოკატები“.