„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების პროექტი დაასრულეს

5 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების“ პროექტი დაასრულეს. 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ორგანიზაციამ სამშობლოში დაბრუნებული 21 მოქალაქის ადვოკატირება განახორციელა. აქედან 12 მოქალქის მიმართ მოხდა წარმოამდგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო 9 მოქალაქის მიმართ იურიდიული კონსულტაციის გაწევა. საკითხები, რომლებიც ორგანიზაციის იურისტებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს მოუგვარეს, ეხებოდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მომზადებას, სამკვიდრო ქონებისა რეგისტრაციას, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებას, იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის თარგმანს, უცხოეთში გაცემული დოკუმენტაციის აპოსტილის წესით დამოწმებას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებას, პირადი ნივთების უცხოეთიდან დაბრუნების საკითხებს, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავებზე მოლაპარაკებების წარმართვას, სოციალურად დაუცველი სტატუსის მიღებას, საჯარო უწყებებთან ბენფიციართა პრობლემურ საკითხებზე კომუნიკაციის წარმოებას, მათ შორის საქართველოს საელჩოებთან საზღვარგარეთ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების“ პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ არსებული სინამდვილე, გამოწვევები, პრევენცია და სხვა ქვეყნის მაგალითები გაეცნეს. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ მოამზადა შესაბამისი კვლევა და საქართველოს 6 რეგიონში ჩაატარა ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია. შეხვედრები მომზადდა შემდეგ რეგიონებში – აჭარა, სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი. არალეგალური მიგრაციის შესახებ პრეზენტაციები ეხებოდა საკითხებს, თუ რას გულისხმობს არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზები, რომელია ადამიანთა ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეები, რა საკანონმდებლო სიახლეებია ეროვნულ და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნებში, რა პრევენციას ანხორციელებს საქართველო და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნები, როგორ იცავს და ეხმარება საქართველო არალეგალური მიგრაციის შედეგად დაზარალებულ პირებსა და მსხვერპლთ, ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს უფლებამოსილ ორგანოებთან/პირებთან დაკავშირება. ორგანიზაციის წევრებმა, პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ცნობიერების ამაღლების კამპანია დაუგეგმავად და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, აგრეთვე ჩაატარეს ქ. ქობულეთსა და ქ. ოზურგეთში. ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, დაცული იყო გენდერული ბალანსი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ, რეგიონულ თუ ცენტრალურ მედიაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტში მონაწილეობის უფლება გააჩნდათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალად ან საზღვარგარეთ გააჩდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან გასული არ იყო 1 წელზე მეტი დრო. პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სულ 20 000 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან 10 000 ათასი ლარი განისაზღვრა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების იურიდიული მომსახურებისთვის. 6000 ათასი ლარი განისაზღვრა არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ არსებული კვლევის მომზადების და საქართველოს 6 რეგიონში შეხვედრების უზრუნველსაყოფად, ხოლო 4000 ლარი მიემართა პროექტის აღმასრულებელი გუნდის შრომითი ანაზღაურებისთვის, რაც მოიცვა პერიოდი, პროექტის განხორციელების მანძილზე, 10 თვის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში დაიხარჯა 11,609,81 ლარი, 8390,19 ლარს კი ორგანიზაცია დაუბრუნებს გრანტის გამცემ სამინისტროს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტი განახორციელეს საქართველოს მთელ ტერიტორაზე. პროექტით, გათვალისწინებულ იქნა, არანაკლებ 20 ბენეფიციარის იურიდიული მომსახურება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრატთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის პროექტი, უკვე მეორედ განახორციელა. სახელმწიფომ 2016 წლის იანვარში, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისთვის, სპეციალური ჯილდოც გადასცა. პროექტს ახორციელებდნენ ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის წევრები. პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედია–დაფარულობა უზრუნველყო ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. როგორც 2017 წლის 17 მარტს პროგრამის საზოგადოებრივი ინფორმირების მიმართულების დასკვნით ღონისძიებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, თანამშრომლობა სახელმწიფოსთან მთლიანად ორიენტირებული აღმოჩნდა ბენეფიციარის საუკეთესეო ინტერესებიდან გამომდინარე. „ამ პროგარმაში ჩვენი მონაწილეობით, ჩვენ ვიყავით სახელმწიფოს საიმედო პარტნიორი. აღნიშნული პროგრამა საუკეთესო მაგალითი იყო მთავრობასთან სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იურიდიული დახმარების კომპონენტმა ცვლილება განიცადა და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს ამიერიდან ადვოკატირებას სამინისტრო გაუწევს.



კომენტარები