არჩილ კაიკაციშვილი „პაპუაშვილის საქმეზე“ სპეციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს

15 მარტი, 2017

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინების შეფასებაზე ვრცელ კომენტარს მედია–პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ხვალ გააკეთებს.

არჩილ კაიკაციშვილის ბრიფინგი 10:30 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის: 2017 წლის 15 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

„დღეს სამმა რიგითმა მოსამართლემ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას და მოსამართლეების ხელში ის მნიშვნელოვანი შანსი, რომ ღირსება დაებრუნებია ამ საქმეზე ქართულ სასამართლოს და სამართლიანობის აღდგენა ასეთი მნიშვნელოვანი, რეზონანსული საქმეების მიმართ ყოფილიყო ნამდვილი, დღეს იქცა ფიქციად. სასამართლო დღეს დარჩა შეურაცხყოფილი და კვლავ სახელგატეხილი. ჩვენ მივმართავთ საქართველოს უზენაესს სასამართლოს და ალბათ, უკვე დროა, რომ სახელმწიფომ გაიგოს კიდევ ერთი სარჩელის თაობაზე, რომელითაც როლანდ ბლადაძე ევროსასამართლოს მიმართავს“ – განაცხადა მედიასთან პირველ კომენტარში არჩილ კაიკაციშვილმა.



კომენტარები