„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ვინმეს დასჯამდე, აჭარის მოვლენები მოითხოვს საფუძვლიან შესწავლას და ანალიზს

13 მარტი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის 11–12 მარტს აჭარის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მომხდარ ფაქტზე სამართლებრივ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დიალოგის უზრუნველყოფას მოითხოვს, რომელიც დაადგენს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის სოციალურ მიზეზებს, სამართლებრივ კვალიფიკაციას მისცემს განხორციელებულ ქმედებებსა და გამოკვეთს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, დაჩაქრდეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, პასუხისგებაში მიეცეს ყველა მოქალაქე, რომელმაც მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და უშუალოდ განახორციელა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი გზით განვითარება.

მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ შესწავლას და გამოვლენას მოითხოვს მოსახლეობის შეხდულებები, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენების მიზანშეწონილობას და სიხშირეს, არამედ მათი მხრიდან მოქალაქეების მიმართ მოპყრობას და იმ სავარაუდო გამონათქვამებს, რომელიც ხაზს უსმევს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების რელიგიურ, კუთხურ თუ ქსენოფობიურ შედარებებს.

ამასთან, ორგანიზაცია მკაცრად გმობს პოლიციის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, განზრახი დაუმორჩილებლობისა და დისკრედიტაციის მცდელობებს, რომელიც არ ემსახურება სამოქალაქო მშვიდობას და რეგიონის განვითარებას. სწორედ ამ პროცესში, პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს სახელმწიფომ და იმ  პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მოსახლეობასა და ინსტიტუციებს შორის, სრულფასოვანი დიალოგის უზრუნველყოფა შეუძლია.

ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მოვლენებში, სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულა, აშკარა იყო ფრთხილი და ზომიერი დამოკიდებულება მოვლენებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ, რაც იგივეს თქმა არ შეიძლება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების, ცალკეული მედია–საშუალებების წამყეზებელი ტონისა და პოლიტიკოსების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სწორედ სახელმწიფოს ფრთხილი დამოკიდებულების გამო, დროულად არ იქნა აღკკვეთილი ბათუმის ქუჩების დარბევის პროცესი, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მთლიანად საზოგადოებას. 



კომენტარები