„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინსტიტუციურ რეფორმებს გაეცნო

11 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მინისტრმა კახი კახიშვილმა და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების თაობაზე, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. დეტალური ანალიზი შეეხო საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს, რომლებიც სისტემის სხვადასხვა მიმართულებას და ახალებურ მიდგომებს ეხება. რეფორმის ერთ-ერთ ნოვაციას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა მჯავრდებულთათვის, სადაც სახელმწიფო გეგმავს დისტანციური სწავლების მეთოდი შემოიღოს. აღნიშნული წინადადების განხილვა, პარლამენტში, 16 თებერვლიდან დაიწყება.

საკონსულტაციო საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის 2015 წლის 19 ოქტომბრის #139 ბრძანებით შეიქმნა. საბჭო მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოს წევრი დაფუძნების დღიდან არსებობს.

 

 



კომენტარები