„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ ვსაქმიანობთ ქართული ფულით

29 დეკემბერი, 2016

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არის ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს ქართული ფულით და ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ პროფესიული საქმიანობიდან, საადვოკატო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ორგანიზაციის 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცახდა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის არსებობის საჭიროებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის გუნდი მომავალშიც შეეცდება ზუსტად გრძნობდეს საზოგადოების მაჯოსცემას. ორგანიზაციის ხელმძღვანმელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, მხარდამჭერებს, კრიტიკოსებს, კლიენტებს, გუნდს და ორგანიზაციის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე წევრებს და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად იქმნება. 



კომენტარები