„ახალაგზრდა ადვოკატები“ ხვალ ქუთაისში მიგრანტთა რეინტეგრაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

24 ნოემბერი, 2016

ხვალ, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შეეძლება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებს პროექტს „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეეწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამა და მისი აღმასრულებელი გუნდი მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამ მიზნით, საქართველოს 6 რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვას.

პროგრამის/პროექტის პრეზენტაცია უკვე ჩატარდა ბათუმში, ქობულეთში, ოზურგეთსა და ზუგდიდში, პროექტის  ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმლია გორში, მარნეულსა და გურჯაანში. 



კომენტარები