გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვისთვის, კონკრეტული თარიღი უნდა დასახელდეს

21 ივლისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის, ზემოქმედებისა და იძულების თაობაზე 2016 წლის 21 ივლისის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დროა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჯარო განცხადება აღძრას სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოებამ მიიღოს უტყუარი ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის არსებობის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების სინამდვილეში დარწმუნებული არ არის, ვინაიდან სასამართლოს თავმჯდომარის ყველა განცხადება, რომელიც ეხება მომდინარე საფრთხეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ და აქცენტი კეთდება ხელისუფლების მიმართულებით, ჰგავს პოლიტიკურ შურისძიებას და მიზნად ისახავს პოლიტიკური ხელისუფლების დისკრედიტაციას.

გიორგი პაპუაშვილს არც ერთხელ კონკრეტული ფაქტები არ წარმოუდგენია, თუ რომელი მოსამართლეების მიმართ, რა სახის ზემოქმედება ხორციელდება ან ვინ ახორციელებს მოსამართლეების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას.

გიორგი პაპუაშვილი დღეს მხარდამჭერი და ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, კონკრეტული სატელევიზიო არხების გამოყენებით, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის მოკავშირეობით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პირადი კონტაქტებით და ქვეყნის შიგნით ცალკეულ დიპლომატიურ მისიებზე დაყრდნობით, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ მხარედ ჩამოყალიბებას ცდილობას, რაც თავის მხრივ გამოუსწრებელ შედეგებს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მომავალი საქმიანობისთვის. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს საჯარო განცხადებაზე გამოძიება და მოწმის სახით დაიკითხოს გიორგი პაპუაშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გამორიცხული არ არის, სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მის მიმართ წარმოებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების გადაფარვას ცდილობდეს. 2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიორგი პაპუაშვილს უარი უთხრა მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმის შეწყვეტაზე. გიორგი პაპუაშვილი დღემდე ოჯახთან ერთად აგრძელებს ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ვინმემ ბოლო წლების განმავლობაში, ნდობა შეულახა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის გიორგი პაპუაშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვისთვის კონკრეტული დროის ნაცვლად, კონკრეტული თარიღი გამოაცხადოს. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს პროკურატურას, გიორგი პაპუაშვილი დაიკითხოს როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავი ქონების საკითხზეც, როლის შესახებაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე: №287/04



კომენტარები