„ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზრდა ფინანსისტები“ გორსა და ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

11 აპრილი, 2013

2013 წლის 11 აპრილს, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და  „ახალგაზრდა ფინანსისტების“ წარმომადგენლები შიდა–ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაციებმა ადგილობრივ საზოგადოებას საბჭოთა ანაბრების კვლევის მიმდინარეობა და საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკა გააცნეს. ამასთან, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიც: „თავისუფლების ხარკი.“

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზრდა ფინანსისტები“ საქართველოს რეგიონებში დაგეგმილ გასვლით შეხვედრებს მმართავს, რომლის მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებას უშუალოდ გაეცნოს საბჭოთა ანაბრების ეკონომიკური და სამართლებრივი კვლევის მიმდინარეობა. ერთკვირიანი გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შედგება. რეგიონებში შეხვედრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მასპინძლობს.

ხვალიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისში გაიმართება. შემდეგ შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდში (13 აპრილი), ოზურგეთში (15 აპრილი) ბათუმში (15 აპრილი) და ფოთში (16 აპრილი).

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი მხარის კვლევას, ხოლო „ახალგაზრდა ფინანსისტები“ საკითხის ეკონომიკურ შეფასებას წარმოადგენენ. ორგანიზაციების დასკვნა მაისში გამოქვეყნდება.საკითხებზე მუშაობა თებერვლიდან დაიწყო.

 

 

 



კომენტარები