ორი ინიციატივა თბილისის მერობის კანდიდატებს

16 მაისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, მაღალსართულიან კორპუსებში, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენითი სამუშაოების მიმართ, ახალი სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედებას და ლიფტების მომსახურებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობას მოითხოვენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა ბარათაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის რაიონის გამგეობები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად, თანადაფინანსებით უზრუნველყოფენ ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენას. ლიფტების აღდგენის სამუშაოები ხორციელდება ამხანაგობების მიერ შერჩეული კომპანიების მიერ, ხოლო კომპანიები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ, თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია და „ლიფტების საქმიდან“ შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა, ხარჯვითი ნაწილი, კორუფციულ ნიშნებს ატარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2013 წლის ბიუჯეტიდან მრავალსართულიან აცხოვრებელ სახლებში, ლიფტების შეკეთებისთვის თანადაფინანსებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 635 800 ლარი, ხოლო 2014 წლისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის, გათვალისწინებულ იქნა 30 000 000 ლარი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დედაქალაქში, მთაწმინდის რაიონის გარდა, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის პროცესში, სულ ჩართულია 51 ინდ/მეწარმის სტატუსით მოქმედი ჯგუფი და 66 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ლიფტების შეკეთების თანადაფინანსება კი განხორციელდება ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისში, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, კურუფციულ ნიშნებს ატარებდეს. ჯგუფები, რომლეთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფაქტობრივად, უმოქმედონი არიან. კერძოდ, უცვლელია პრობლემური საკითხების ჩამონათვალი:

  • აღნიშნული კომპანიები, პრაქტიკულად, უმოქმედო ლიფტებით ხალხს ძარცვავენ, რადგან მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ე.წ. „ჩაყლაპულ“ 5 და 10 თეთრებზე;
  • ლიფტით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ერთ მოქალაქეს, 20-30 თეთრი უჯდება, რაც 2-3 სულიანი ოჯახისათვის, თვეში 25-30 ლარს შეადგენს;
  • ხშირია მგზავრობის დროს, ლიფტების ავარიული გაჩერება, სამაშველო სამსახურის გამოძახება. ავარიულ მდგომარეობაში არსებული ლიფტები, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება;
  • არ ხდება ლიფტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმეგბელ კომპანიებზე ნებართვების ან ლიცენზიების გაცემა, რითაც ამხანაგობები, თბილისის მერიის წახალისებით, სრულ ლოიალობას გამოხატავს პრობლემის მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის საკითხის შემდგომი გამჭვირვალობისთვის, თბილისის მერიას და საკრებულოს რეკომენდაციით მიმართავს და მოითხოვს ახალი სამართლებრივი რეგულაციების შექმნას, რითაც, კონტროლს დაექვემდებარება ნინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გადაწყვეტილებები ლიფტების აღდგენის პროცესში ჩართული კომპანიების მიმართ, მოხდება კომპანიების ობიექტური წესით შერჩევა და მათ საქმიანობას მეცემა ანგარიშვალდებულების სახე. მოცემული მდგომარეობით, არ გამოვრიცხავთ, ადგილი ქონდეს მოქმედი კომპანიების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასაც, რადგან არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, თუ რა შემოსავლებს ფლობენ ისინი, მოშლილია იმის კონტროლიც, თუ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერ ივსება ლიფტის ყულაბები, რამდენია მისი შემოსავალი და ხდება თუ არა ამ შემოსავლების შესაბამისად, კომპანიების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების გადახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მიმართავენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმართელობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატებსაც და მხარდაჭრას, ორგანიზაციის ორ წინადადებაზე სთხოვენ:

  • საჭიროა შემოღებულ იქნას ნებართვები ან ლიცენზიები კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტების გამართულ მუშაობას. კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ „ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა“, რაც შეამცირებს ფატალური შედეგების ალბათობასაც.
  • თბილისში, ევროპული გამოცდილების მსგავსად, შემოღებულ იქნეს ლიფტებით მომსახურების სრულიად ახალი სისტემა. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცეს მგზავრობისას ლიფტით მომსახურების საფასური გადაიხადოს მეტრომანის ბარათებით. მსგავსი სისტემა უფრო მოსახერხებელი გახდება მოქალაქეებისთვის და ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრას.  


კომენტარები