პარლამენტი უკრაინელი ბავშვების მინდობით აღზრდაში მიღებაზე, საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

19 ივნისი, 2022

საქართველოს პარლამენტი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვას იწყებს, რომელიც უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვების საქართველოში მინდობით აღზრდაში მიღებისა და შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების რეგულაციას შეეხება. ცვლილება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებლ წინადადებებს ითვალისწინებს, ვინაიდან საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შეუძლებელი ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება. კერძოდ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ  საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება.

ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 12 აპრილს მიმართა. საკითხის განმხილველ წამყვან კომიტეტად დასახელდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით კი, კომიტეტს 2022 წლის 1 ივნისიდან 30-დღიანი ვადა მიეცა, რათა საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინადადებაზე შესაბამისი დასკვნა წარმოუდგინოს.  

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვნები შეიფარონ. ამ კუთხით, ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში მოქმედი კანონი და მოახდინა საკითხის ანალიზი.

ორგანიზაცია, სწორედ დაფიქსირებული საზოგადოებრივი შეხედულებების შესაძლებლობების პრაქტიკულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან, რომელიც რეგულირდებაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე. იმისათვის, რომ შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქემ კანონიერად შეძლოს, მნიშვნელოვანია იგი ინფორმირებული იყოს შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის კანონმდებლობით დადგენილ წესზე, პირობებზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

საკითხის განხილვის პროცესში, მხედველობაშია მისაღები ორი სამართლებრივი გარემოება; პირველი - უკრაინის სახელმწიფომ საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გაშვილების პროცედურების შეჩერებაზე, მეორე გარემოება კი შეეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინა არ არის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო.

სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შეუძლებელი ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება. კერძოდ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ  საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის მე-4 მუხლი).

ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნების ბედზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ხოლო მათ ზრუნვაში შემოდის კერძო ოჯახები. ამდენად, არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უკრაინელი ბავშვების ზრუნვაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის გაზრდაც უზრუნველყოფილი გახდეს.

მინდობით აღზრდა, ვიანიდან სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რაც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას, ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის მინდობით აღზრდაზე გაფორმებული ხელშეკრულება გათავისუფლდეს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისგან და ხარჯებზე პასუხისმგებელი გახდეს თავად მიმღები ოჯახი.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ფლობს უკრაინის კომპეტენტური ორგანოები. აგრეთვე, შეთავაზება უნდა გაკეთდეს განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროებათ. ასეთი ჯგუფი ოფიციალურად რეგისტრირებულია უკრაინის შესაბამისს ორგანოში და სახელმწიფოსთან ერთად, მინდობით აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ცხადია, ასეთ ბავშვებთან უნდა განხორციელდეს ფსიქო-ემოციური მუშაობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლის რესურსი გააჩნია ჩვენს ეკლესიას.

ახალგაზრდა ადვოკატებისაზრით, მინდობით აღზრდის ინსტიტუტის უკრაინელი ბავშვების მიღების მიზნებისთვის, შესაძლებელია დასჭირდესშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში საკანონმდებლო ხასიათის ცვლილებები, და ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა.

როგორც წესი, ბავშვის მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერ გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.

ამასთან, მიმღები ოჯახები უნდა ითვალისწინებდნენ იმ საერთაშორისო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მათ დაეკისრებათ ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე. კერძოდ, სრულად უზრუნველყონ ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია. ის, რაც აუცილებელი და საჭიროა ბავშვის სტაბილური განვითარებისათვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ჰუმანიტარული სამართლითა და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ვალდებულებები, განახორციელოს პოლიტიკური და სამართლებრივი ღონისძიებები, აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნები.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეექვსე საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო წინადადებას მხარს დაუჭერს.



კომენტარები