"ახალგაზრდა ადვოკატები" ჰააგის კონვენციის პროექტის ფარგლებში, მოხალისის პოზიციაზე შერჩევას აცხადებს

14 მაისი, 2022

დასახელება: მოხალისე  

გამოქვეყნება: 15 მაისი / ბოლო ვადა 18 მაისი  

ადგილმდებარეობა: თბილისი

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის („საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტ: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებისა და კონვენციის მიზნების იმპლემენტაციის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას მოხალისის პოზიციაზე.

პოზიციაზე შერჩეული პირი, ერთჯერადად, მონაწილეობას მიიღებს პროექტის სტრატეგიით დაგეგმილ სამოქალქო კამპანიის ფარგლებში. კამპანია განხორციელდება ქ. თბილისში. ჩართულობა არაანაზღაურებადია. შერჩეული მოხალისის მიმართ გაიცემა სპეციალური სერთიფიკატი და მოწვეული იქნება ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის დაგეგმილ ტრენინგზე მსმენელის სტატუსით. ასევე, ღონისძიების შემაჯამებელ ღონისძიებასა და ჩართულობა აღინიშნება პროექტის ფარგლებში დასკვნით გამოცემაში.

ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, შერჩევის პროცესში, ყურადღებას დაუთმობს კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს. შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

მოხალისის მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში, აღმასრულებელ გუნდთან ერთად, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა;
  • პროექტის ფარგლებში, აღმასრილებელ გუნდთან ერთად, მოქალაქეებთან ღია შეხვედრები და საინფორმაციო ცნობარის გადაცემა;
  • „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

პრაქტიკული კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფარგლებს

  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
  • გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება
  • კომუნიკაბელობა, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
  • დისციპლინის პატივისცემა და თვითორგანიზება;
  • კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების I, II, III, საფეხურის სტუდენტები.

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტი:

  1. CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);

განსაკუთრებული აღნიშვნვა

  1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com
  2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „მოხალისე“.


კომენტარები