„ახალგაზრდა ადვოკატები“ WANGO - არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა

11 იანვარი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) სახელით, მოხარული ვართ მივესალმოთ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახში, როგორც ორგანიზაციის რეგულარულ წევრს. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს ახალ წევრობას და თქვენს მხარდაჭერას“ - ნათქვანია WANGO-ს თავმჯდომარე ტაჯ ჰამადის ოფიციალურ წერილში, რომელიც 2022 წლის 10 იანვრით თარიღდება.

მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციათა ასოციაცია აერთიანებს 6 000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას 164 ქვეყნიდან. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ამერიკის შეერთებულის შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში, საიდანაც ხდება პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების მართვა. ასოციაციის წევრად გახდომა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ეფუძნება და აუცილებელია დაწესებული მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება.

WANGO განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშვიდობისა და უფლებების დაცვის საკითხებს მთელს მსოფლიოში. ასოციაციის წევრი ორგანიზაციები მონაწილეობას ღებულობენ WANGO Awards-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და შეხვედრებში. ამასთან, ჩნდება მნიშვნელოვანი პერსპექტივები ერთობლივი პროექტების, ინიციატივებისა და წინადადებების განხილვისა და განხორციელებისთვის. WANGO, ასევე, ყოველწლიურად აწესებს ჯილდოს, რომელიც გადაეცემა სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ორგანიზაციებს ან სფეროს ლიდერებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) წევრობა საქმიანობისა და უფლებადაცვით სფეროში მიღწეული შედეგების მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც გულისხმობს დამატებით პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და ღირებულებების წინაშე.



კომენტარები