„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

20 სექტემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს  შეხვდნენ. შეხვედრა თსუ-ს მეორე კორპუსში გაიმართა, სადაც გაცნობილ იქნა უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ორგანიზაციის სტრუქტურა და სასამართლო ინსტანციებში წარმოებული საქმეების სტატისტიკა. შეხვედრაზე ორგანიზაციამ თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესთავაზა პროექტის მომზადება – „სტუდენტები გამჭვირვალე სტუდენტური თვითმმაართველობისთვის“. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, სტუდენტური თვითმმართველობები ყველა უმაღლეს სასწავლებელში საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, საკუთარი შეხედულებების რეალიება მოახდინონ, ხოლო თვითმმართველობის გამჭვირვალობა მუდმივად უნდა იქნეს შემოწმებული, რათა არ მოხდეს დასახული პრიორიტეტებიდან და მიზნებიდან გადასვლა და სტუდენტური ინტერესებისთვის გამოყოფილი ფინანსები სტუდნეტების ინტერესების შესაბამისად დაიხარჯოს. ორგანიზაციამ სტუდენტებს ჩართულობა შესთავაზა და საუკეთესო საპროექტო წინადადებების განხორციელების მხარდაჭერა გამოთქვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთანაც გაიმართება. ორგანიზაცია დაინტერესებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებითა და მიღწევებით. ამ თვალსაზრისით კი, „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტუალური თემების ირგვლივ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს საჭირო საკვლევ დოკუმენტებსაც გადასცემენ. არჩილ კაიკაციშვილი საუნივერსიტეტო სტუდენტური მედია–გამოცემების დახურვის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სტუდენტური გაზეთების დახურვით, 2009–2010 წელს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ორგანიზაციამ სტუდენტებს მედია–გამოცემების აღდგენის წინანადებაც შესთავაზა და აღინიშნა, რომ სტუდენტების წინაშე არსებულ ყველა პრობლემურ საკითხს, თსუ–ის რექტორთან შეხვედრის დროს დააყენებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა შეხვედრით კმაყოფილება გამოხატეს. საპროექტო წინადადებების მიღებისთვის, ორგანიზაციაში, ღია კარის დღე, სექტემბრის თვეში გაიმართება. 



კომენტარები