„ახალგაზრდა ადვოკატები“ GBA-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

20 ნოემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ევროპის საბჭოს (CoE), ევროკავშირისა და გაეროს (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა. ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის საქმიანობის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის განხორციელების შედეგად, ასოციაცია გადავა ინსტიტუციური განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და საქმიანობის ხარისხსს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

ღონისძიება გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ექსპერტების მიერ, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.



კომენტარები