არჩილ კაიკაციშვილი „პაპუაშვილის საქმეზე“ ორშაბათს საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს

15 სექტემბერი, 2017

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ორშაბათს, 2017 წლის 18 სექტემბერს, საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდის და საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარის დასაშვებად განხილვის პროცესში, საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო.

2017 წლის 8 სექტემბრის მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „მითითებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რიგი გარემოებები“, რის გამოც, მოსამართლე ვალდებული აღმოჩნდა განეცხადებინა საქმიდან თვითაცილება, თუმცა როლანდ ბლადაძეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსამართლე პაატა სილაგაძის აცილების ან თვითაცილების საკითხი არ დაუსვამს. მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მითითებული არ არის თვითაცილების კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, მხარისთვის არ არსებობს არავითარი ინფორმაცია პაატა სილაგაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე.

ამჟამად, საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბებულია ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით.

 

 



კომენტარები