„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის გენგეგმის სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს

27 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამართლებრივი მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს. ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლა საკითხის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები, მოამზადა დასკვნა და სარეკომენდაციო წინადადებები. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების ტენდერთან დაკავშირებით ყველა თანმდევი და შემდგომი პროცესი, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის გამოცდილება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიზნები და ამოცანები, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საკითხი, დოკუმენტის საჯაროობისა და პროცესის გამჭვირვალობის საკითხები, საჯარო უწყებების პოზიციები დედაქალაქაში განსახორციელებულ მასშტაბურ ცვლილებებთან მიმართებით და დოკუმენტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან, აქტებთან და კონვენციებთან.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, იქნება ხელმისაწვდომი და საჯარო. ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რუმსში“ 12:00 საათზე გაიმართება, რომელსაც ექსპერტული საზოგადოება დაესწრება.

 



კომენტარები